თეგებით ძიება

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის სადეპუტატო ულებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები დღესვე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.

ასევე, უკვე ცნობილია, რომ ახალი მოწვევის მოწვევის პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებმა: ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა.

„ჩვენ რეგლამენტით გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ დავიწყოთ განხილვა იმ დეპუტატების უფლებამოსილების საკითხის, ვინც განცხადებები შემოიტანა.

რატომ ვიწყებთ ამ პროცესს „პატრიოტთა ალიანსით“? მათი სია ცესკოში ჩახსნილი არ არის და ამ სიიდან რამდენიმე წევრს აქვს სურვილი (იმ შემთხვევაში, თუ ადგილმონაცვლეობის პრინციპით​ „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრი გავა პარლამენტიდან) მათ ადგილები დაიკავონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა