თეგებით ძიება
04. 01. 2021 მსოფლიო

მთიან ყარაბაღში 19 სომეხი მებრძოლის ნეშტი იპოვეს

მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში მიმდინარე საომარი მოქმედებების ზონაში ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნი იქნა 19 სამხედრო მოსამსახურისა და 1 სამოქალაქო პირის სხეულის ნარჩენები. ამის შესახებ ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის საგანგებო სამსახურის საზოგადოებასთან ინფორმაციის სამსახურის უფროსი, უნან თადევოსიანი ავრცელებს. მასზე დაყრდნობით აღნიშნული ფაქტის შესახებ წერს Sputnik Armenia.

გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა 3-4 იანვარს ჰადრუტისა და ჯებრაილის რაიონებში- სამხედროების ნეშტები უშუალოდ საბრძოლო პოზიციებზე იქნა აღმოჩენილი.

13 ნოემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ყარაბაღში საერთო ჯამში აღმოჩენილ იქნა 1175 გარდაცვლილი სომეხი მებრძოლის ცხედარი.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის პრეს-სპიკერის, ალინა ნიკოღოსიანის თქმით, სომხურმა არმიამ მთიან ყარაბაღში მიმდინარე 44 დღიან ომში 3330 ჯარისკაცი დაკარგა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა