პრეზიდენტმა „რუსული კანონის„ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი გიორგი შანიძეა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 სექტემბერს 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას პუბლიკა ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
შეგახსენებთ, პოლიციამ გიორგი შანიძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანების ბრალდებით დააკავა (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით), მოგვიანებით კი მას ბრალი წაუყენეს კანაფის მოყვანისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილით).