თეგებით ძიება

სალომე სამადაშვილი: მომეჩვენა, რომ ოპოზიციაში ეგოების შეჯობრში შედიან – ვინ უფრო რადკალურ პოზიციას დააფიქსირებს

ოპოზიციის საბოლოო პოზიცია, რომელიც დაფიქსირდება მოლაპარაკებებზე, არ ვფიქრობ, რომ ქვაში ამოთლილია. იმიტომ, რომ მსჯელობის საფუძველზე ამ პოზიციამ ევოლუცია განიცადა გასული თვენახევრის თუ ორი თვის მანძილზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

მისი თქმით, ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძალიან მარტივად გადასაწყვეტია და ეს უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას.

“თქვენ ჩემი ფრაზის ციტირება გააკეთეთ, რომელიც გასული წლის ბოლოს ვთქვი. იმიტომ, რომ ნამდვილად მომეჩვენა, რომ რაციონალური განცდის ნაცვლად ოპოზიციის ლიდერები ეგოების შეჯიბრში შედიან ერთმანეთთან – ვინ უფრო რადიკალურ პოზიციას დააფიქსირებს. ეს არა მგონია, რომ საქმის თვალსაზრისით რამის მომტანი იყოს.

მინდა შეგახსენოთ ჩემი პირველი განაცხადი, რომელმაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც მე ვთქვი, რომ საკითხი უნდა დავსვათ შემდეგნაირად – როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. თუ ის ჩატარდება ადგილობრივ არჩევნებთან ერთად 2021 წლის შემოდგომაზე, ესეც შეიძლება განვიხილოთ. გახსოვთ, რომ ამ განცხადებამ ოპოზიციურ სპექტრში კრიტიკა გამოიწვია.

ოპოზიციის საბოლოო პოზიცია, რომელიც დაფიქსირდება მოლაპარაკებებზე, არ ვფიქრობ, რომ ქვაში ამოთლილია. იმიტომ, რომ მსჯელობის საფუძველზე ამ პოზიციამ ევოლუცია განიცადა გასული თვენახევრის თუ ორი თვის მანძილზე. სად მივა ეს პროცესი – მეხუთე რაუნდზე თუ მის შემდეგ, დაველოდოთ მოვლენებს და გამოჩნდება. აქ არის ერთი საკვანძო საკითხი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძალიან მარტივად გადასაწყვეტია და ეს უკავშირდება პოლიტპატიმრების თემას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა