თეგებით ძიება

აქცია პარლამეტთან - სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ

პარლამენტთან სამოქალაქო პროტესტი ისევ გრძელდება, სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა ძველი და უცვლელია - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

აქცია პარლამეტთან - სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტში დღეს განიხილავენ, სპეციალურად ამოიღეს ის მუხლები, რომლებიც, შესაძლოა, პოლიტპატიმარ გორგი რურუას შეხებოდა.

აქტივისტები კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებასაც ითხოვენ.

"საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ამნისტიის შესახებ კანონიდან ამოიღეს ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც უნდა შეხევბოდა გიორგი რურუას, ასევე უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა", - ამბობს აქტივისტი ნიკა ნარსია.



წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა