თეგებით ძიება
06. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ს ისტორიაში პირველად- ჯორჯიის შტატის სენატორი ფერადკანიანი, ყოფილი პასტორი გახდა

ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურია, სადაც 4 კანდიდატი იბრძვის საკანონმდებლო უწყებაში 2 ადგილის მოსაპოვებლად. გავრცელებული ინფორმაციით, დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა ჯორჯიის შტატის სენატის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა- მან რესპუბლიკელი კელილეფლერი დაამარცხა. აღნიშნული შემთხვევა უნიკალურია, რადგან ფერადკანიანი წარმომადგენელი პირველად ეყოლება სენატში ჯორჯიას.

ხმების დათვლის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა მედიის ინფორმაციით, უკვე ვეღარ გადაასწრებს კელი ლეფლერი თავის კონკურენტს - უორნეკი ამ ეტაპზე ხმათა 50.5 %-ს ფლობს.

უორნეკი ყოფილი პასტორია, რომელიც 15 წლის განმავლობაში ატლანტის ეკლესიას წინამძღოლობდა.

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს ჯორჯიის შტატში ამერიკის სენატის არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელიც განსაზღვრავს იმ ფაქტს, თუ რომელ პარტიას ექნება ძალაუფლება კონგრესის ზედა პალატაში.

იმ შემთხვევაში თუ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აღნიშულ არჩევნებში გაიმარჯვებენ, სენატში ორივე პარტიას თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები ეყოლებათ, თუმცა დემოკრატებს უპირატესობა ექნებათ იმ ფონზე, რომ მათ რიგებს დაემატება ვიცე-პრეზიდენტი რომელიც სენატის თავმჯდომარეს წარმოადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჯორჯიის არჩევნებში 2-იდან ერთ-ერთ ადგილს მაინც მოიპოვებენ რესპუბლიკელები, ისინი შეინარჩუნებენ ძალაუფლებას ზედა პალატაზე.



წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა