თეგებით ძიება

დავით ზალკალიანი: ეს არის აღიარება იმ საქველმოქმედო საქმიანობის, რომლითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ცნობილია

ეს არის აღიარება იმ საქველმოქმედო საქმიანობის, რომლითაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ცნობილია, ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭების საკითხს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

„ქველმოქმედების მიმართულებით მას მართლაც ძალიან დიდი საქმიანობა აქვს განხორციელებული და პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგაც მან მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, ინსტიტუციურ გაძლიერებას. ეს არის აგრეთვე აღიარება იმ მართლაც მნიშვნელოვანი წვლილის, რაც მან შეიტანა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებაში. ამ საქმიანობის მნიშვნელოვან შედეგებს, რომელიც მიმართულია ასევე ჩვენი ქვეყნის დასავლეთში სრულფასოვანი ინტეგრაციაზე, ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში ვიხილავთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა