თეგებით ძიება
08. 01. 2021 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო- "ამერიკაში საარჩევნო სისტემა არქაულია და არ პასუხობს თანამედროვე დემოკრატიულ მოთხოვნებს"

რუსეთის მთავრობა აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, რა დროსაც საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებაზე გამახვილდა ყურადღება. ოფიციალური მოსკოვი ამერიკელ ხალხს თავისი ისტორიის დრამატული მომენტის ღირსეულად გადალახვას უსურვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, აშშ-ში არჩევნების ელექტრონული სისტემა არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს და აგრეთვე მრავალი დარღვევის ალბათობას ქმნის. მისი აზრით, სწორედ ზემოხსენებული პრობლემა გამხდარა საზოგადოებაში არაერთი განხეთქილების მიზეზი და ის შეერთებულ შტატებში ახლაც ძალზე თვალსაჩინოა. იგი აღნიშნავს, რომ ამერიკულ მედიასაც არჩევნებზე ნეგატიური როლი აქვს და წარმოადგენს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა