თეგებით ძიება
08. 01. 2021 მსოფლიო

სომხეთის ჯანდაცვის უწყება- "ვიპოვეთ 6 მებრძოლის ნეშტი... ამ დროისთვის 3360 გარდაცვლილი სამხედროს სხეულია იდენტიფიცირებული"

მთიან ყარაბაღში, ჰადრუთიდან ხცაბერდისკენ მიმავალ გზაზე აღმოჩენილია ყარაბაღის 44 დღიანი ომის დროს გარდაცვლილი 6 სომეხი მებრძოლის ნეშტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ SPUTNIK ARMENIA-ს ე.წ არცახის საგანგებო სიტუაციების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უნან ტადევოსიანმა განუცხადა. მისი თქმით, შეუძლებელი იყო ექვსიდან რომელიმე მათგანის ამოცნობაც კი, თუმცა გარდაცვლილ სამხედროებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები უპოვეს.

სომხური მხარე აცხადებს, რომ უგვზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება ასკერანში, ჰადრუტსა და ჯაბრაილში.

საერთო ჯამში 13-იდან 8 იანვრამდე 1194 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი იქნა აღმოჩენილი. ჯანდაცვის უწყების თქმით, საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შემდეგ, უკანასკნელი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია 3360 სომეხი ჯარისკაცის ცხედარი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა