თეგებით ძიება

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან რეგულარულ კომუნიკაციაზე ვართ და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ცეცხლის ქრობის პროცესში - თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ინტენსიურ კავშირშია და სთავაზობს დახმარებას ხანძრების საწინააღმდეგო სამუშაოებში.

მისივე თქმით, 5 იანვრის დილიდანვე უწყებამ რამდენჯერმე აამოქმედა ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის დადასტურების მიზნით.

„ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივ ეცნობა დე ფაქტო ხელისუფლებას ჩვენი სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით ანალოგიურად ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ სრული მზაობა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა