თეგებით ძიება

რამდენმა ადამიანმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია - მინისტრის განცხადება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 300-ლარიანი დახმარება უკვე 120 000-ზე მეტმა ადამიანმა აიღო.

"ამ ეტაპისთვის ეს 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე, ჯამურმა თანხამ შეადგინა 36 122 000 ლარი, ეს იყო უშუალოდ ბოლო პერიოდის ცვლილებების შედეგად ფორმირებული შეღავათები და კომპენსაციები", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მთავრობამ სოციალური დახმარებების ახალი ეტაპი დააანონსა. ახალი დახმარებები ორ მიზნობრივ ჯგუფს მოიცავს.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა