თეგებით ძიება
09. 01. 2021 მსოფლიო

"ტვიტერის" ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა

სოციალური ქსელ "ტვიტერის" ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

Twitter-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასტრამპი ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ განცხადების გასავრცელებლად დონალდ ტრამპმა Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიში გამოიყენა.

Twitter-ის ადმინისტრაციამ მისი განცხადება მომენტალურად წაშალა.

"დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ Twitter თავისუფალი სიტყვის ჩახშობის კუთხით ძალიან შორს წავიდა და დღეს საღამოს, Twitter-ის ადმინისტრაციამ "დემოკრატებთან" და რადიკალურ მემარცხენეებთან ერთად ჩემი ანგარიში დაბლოკეს, რათა მე და თქვენ, 75 მილიონი ადამიანი, გავეჩუმებინეთ," - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა