თეგებით ძიება

ფრიდონ ინჯია: მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა, პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვართ

მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვართ, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია აცხადებს.

მისი თქმით, პარლამენტში უკვე არის პირველი ოპოზიციური პარტია.

„მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ვართ. სხვათაშორის შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპული საქართველო გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ“ - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა