თეგებით ძიება

დავით ზილფიმიანი: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით ზილფიმიანმა დღევანდელ ყრილობაზე პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომდევნო არჩევნებში მათი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჩვენი პარტია ახლადდაბადებულია და წლოვანებით ახალგაზრდა პარტიაში, ეს რაოდენობა ძალიან მომწონს. მინდა, მივესალმო ჩემს მედიას, ჩვენს ქალაქელებს. ჩვენ შევქმნით ჩვენს ძლიერ საშუალო ფენას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში და მივცემთ სიამაყის საშუალებას იმ დიდ, ევროპულ ოჯახს, რომელშიც შევალთ“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ახალი პარტია შეემატა. პატრიოტთა ალიანსის სახელით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა დღეს ყრილობა გამართეს და პარტია ოფიციალურად დააფუძნეს. „ევროპელი სოციალისტები“ საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდთან ოპონირებისთვის მზადებას იწყებენ და 4-წლიან სამოქმედო გეგმაზე საუბრობენ.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების" სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.[sup][/sup]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა