თეგებით ძიება
10. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის 269 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში კორონავირუსის 269 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 655 პაციენტი

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 269 623 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 3 655 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან სულ აღრიცხულია „კოვიდ19“-ით ინფიცირების 22 მილიონ 132 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 372 428-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა