თეგებით ძიება

აღარ არის დასაკარგი დრო, ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას აქტიურობისა და რეგიონებში გაშლისკენ მოუწოდებს. როგორც სააკაშვილი წერს, აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ხალხს საკუთარი არჩევანი:

"ბოლო სამ დღეში რამდენიმე ათეული ასეთი საუბარი მქონდა. ასევე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და მის ლიდერებს, ასევე გაიშალოს რეგიონებში, თქვენ ბევრად მეტი შესაძლებლობები გაქვთ, ვიდრე მე სკაიპით და ტელეფონით დაკავშირებისას და ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ჩვენს ხალხშია ჩვენი ძალა, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი, ჩვენი ხალხი ითხოვს სამართლიანობას! ამ ხალხს უნდა დავუბრუნოთ ჩვენ თავისი ხმა, თავისი უფლებები და დავაძლევინოთ სიღარიბე და უკანონობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე - საქართველოს დასაკარგი დრო აღარ აქვს!...", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა