თეგებით ძიება
11. 01. 2021 მსოფლიო

აფხაზეთში ფიქრობენ, რომ ხანძრები ხელოვნურადაა გაჩენილი და დივერსიის კვალი იკვეთება

აფხაზეთში საზოგადოების წარმომადგენლები სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია პლატფორმებზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ ხელოვნურად გაჩენილ ხანძარზე და გასული დღეების განმავლობაში მიმდინარე სტიქიაში დივერსიულ კვალზე. მოსახლეობას ღრმად სწამს, რომ ზამთარში გაგრასა და მთელი რეგიონის ტყეებში მიმდინარე ხანძარი არ უნდა იყოს ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავე პირები.

„ხანძრები გაგრაში, ახალ ათონში, გალის რაიონში, ეშერაში- ეს გახლავთ დივერსია. სხვანაირად რა უნდა იფიქროს ადამიანმა, როცა ხანძრის კერები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში თითქმის ერთდროულად წარმოიქმნა? ვინმე დაკავდა ამ ფაქტის გამოძიებით? - დაწერა სოციალურ ქსელში ეთნოლოგმა ვალერი ბიგვავამ

აღნიშნულ მოვლენებს გამოეხმაურა მხატვარი ნუგზარ ლოლუა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფულადი ჯილდო უნდა დაწესდეს იმ პირების მიმართ, რომლებიც რაიმე სახის საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან სამართალდამცავებს დამნაშავეთა შესახებ.

უკანასკნელი ინფორმაციით, რამდენიმე საათიანმა წვიმამ მნიშვნელოვანი წილი შეიტანა გაგრასთან არსებული ცეცხლის ლოკალიზებაში. ამ დრომდე რჩება მცირე კერები და მოსახლეობა შიშობს, რომ ქარისა და უნალექო ამინდის პირობებში შესაძლებელია ხანძრის მორიგი გავრცელება. გალის რაიონში 120 ჰექტარამდე ტყის მასივია დამწვარი, გაგრაში 80 ჰა-მდე, ხოლო ეშერაში 30-მდე.





წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა