თეგებით ძიება

"კანონპროექტი არაჰუმანური, არათანაზომიერი და დისკრიმინაციულია" - ადვოკატები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ

ადვოკატები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ - მათი შეფასებებით, ეს კანონპროექტი გაუგებარი და ბუნდოვანია.

ადვოკატი გიორგი გეხლაური აცხადებს, რომ კანონპროექტის შექმნაში ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა არ მომხდარა და როგორც მათ სურდათ ისე მიიღეს ეს კანონპოექტი.

უფლებადამცველი თვლის, რომ კანონპროექტი არაჰუმანური, არათანაზომიერი და დისკრიმინაციულია.

"ამნისტიის შესახებ" ეს კანონპროექტი უსამართლოა, რადგან ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა არ ყოფილა. ადგნენ და თვითონ როგორც უნდოდათ, ისე მიიღეს ეს კანონპროექტი. ჩვენთან კონსულტაციები, ჩვენი ჩართულობა არ ყოფილა. არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია დაგვეფიქსირებინა. კანონპროექტი ცოტა გაუგებარი, ბუნდოვანია. არ გამოვრიცხავ, რომ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდეს. ამ კანონის საყოველთაოდ მიღება არ მოხდა, ის ნაკლებად მძიმე დანაშაულებს შეეხო, რითაც რეალურად ამ ჰუმანური აქტით ვერ ისარგებლეს პატიმრების ძალიან დიდმა რაოდენობამ. სწორედ ამიტომ ვსაუბრობ, რომ ეს ჩვენი, ადვოკატების ჩართულობით უნდა მომხდარიყო, მოგეხსენებათ, მართლმსაჯულებაში ადვოკატის როლი ძალიან დიდია და ამ კანონპროექტის მიღება ჩვენ გარეშე მოხდა“, - განაცხადა გელხაურმა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა