თეგებით ძიება
11. 01. 2021 მსოფლიო

"დონალდ ტრამპი პუტინის მსახურია-არ ვიცი რა ინფორმაციას ფლობენ რუსები პრეზიდენტზე, პირადს, პოლიტიკურს თუ ფინანსურს"- ნენსი პელოსი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მსახურია.

„მე არ ვიცი რა ინფორმაცია აქვთ რუსებს ტრამპზე- პირადი, პოლიტიკური თუ ფინანსური. სხვა არგუმენტი იმისა, თუ რატომ არის ამერიკის პრეზიდენტი პუტინის ამგვარი მსახური არ არსებობს“- ამის შესახებ პელოსიმ CBS-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პელოსის განცხადებით კაცი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს არის შეურაცხადი, დაუბალანსებელი და სახიფათო პრეზიდენტი აშშ-სთვის. პელოსიმ აღნიშნა, რომ ტრამპის მიერ ჩადენილი დანაშაული ძალიან მძიმეა, რომელიც სისხლის სამართლებრივ დენას საჭიროებს.

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატა აპირებს იმპიჩმენტის პროცედურის ამოქმედებას დონალდ ტრამპის თანამდებობიდან დროზე ადრე გათავისუფლებისათვის. დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ უფლებამოსილების კონგრესის მიერ შეწყვეტა უზრუნველყოფს, რომ ტრამპმა მეორე ვადით არ მოისურვოს პრეზიდენტის პოსტის დაკავება.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა