თეგებით ძიება
11. 01. 2021 მსოფლიო

ნეთანიაჰუ: "ისრაელში ყოველდღიურად 170 000 ადამიანი მიიღებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, მარტის ბოლოს ყველა სრულწლოვანი აიცრება"

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მათ მიზანს წარმოადგენს ყოველდღიურად 170 000 ადამიანის აცრა, რის ფონზეც მოსახლეობის სრულწლოვანი ნაწილი მარტის თვისთვის უკვე სრულად იქნრება უზრუნველყოფილი ვაქცინებით.

პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუ და ჯანდაცვის მინისტრი იული ედელსშტეინი კვირას ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ, რა დროსაც Pfizer-ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი პარტიის ფონზე გადაიღეს ფოტოები. ამის შესახებ ებრაული მედია წერს.

„დიდი დღეა ისრაელისთვის. კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით 16 წელს „ზემოთ მყოფ“ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მარტის ბოლომდე ავცრით“ - აცხადებს ნეთანიაჰუ.

გავრცელებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 72 % უკვე ვაქცინირებულია. ედელშტეინი პირობას დებს, რომ მარტის ბოლოსთვის 5 მილიონი ებრაელი Pfizer-ის ვაქცინის ორმაგი დოზით უკვე აცრილი იქნება.

„გუშინ დავიწყეთ მეორე დოზის დისტრიბუტირება. ამ დროისთვის უკვე 1 817 000-მა ადამიანმა მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის პირველი დოზა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა