თეგებით ძიება
11. 01. 2021 მსოფლიო

სკანდალი ბრიტანეთში - ვინ და რატომ აიძულა ბავშვები, პორნოგრაფიისთვის ეყურებინათ?

ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს საშინაო დავალების შესასრულებლად ინტერნეტში შიშველი პორნოს პოვნა და შესაძლოა, ყურებაც კი მოუწიათ. საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორმა ბოდიში უკვე მოიხადა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ბავშვებს ნანახის დავიწყებაში ვერ დაეხმარება.

BBC-ს ცნობით, შემთხვევა იორკშირში, ქალაქი ჰალის სკოლაში მოხდა. უხამსი დავალება კი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა კი არა, მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს.

ბავშვებს ჰეტეროსექსუალურობის, ჰომოსექსუალურობის, პორნოგრაფიის, მსუბუქი და ხისტი პორნოსა და სექსტინგის ამომწურავი განმარტებება უნდა გაეკეთებინათ. ამოცანაში ასევე შედიოდა შეკითხვები ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის შესახებ.

ვინაიდან შემთხვევა 21-ე საუკუნეში და იმ ქვეყანაში მოხდა, სადაც ინტერნეტი უსახლკაროებსაც კი აქვთ, ბავშვებმა დახმარებისთვის ყოვლისშემძლე გუგლს მიმართეს. რა თქმა უნდა, პოპულარულმა საძიებო სისტემამ მათ შეუერხებლად მიაწოდა შესაბამისი რესურსების ბმულები. ინტერნეტში მასალის ამომწურავად შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა შეკითხვებს ბრწყინვალედ უპასუხეს, მაგრამ ამჯერად, მშობლები შვილების წარმატებით აღფრთოვანებულები არ დარჩენილან. სკოლის დირექტორს განრისხებული მშობლების ბრალდებები თავს დაატყდა და მას თავის მართლება მოუწია.

დირექტორის მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მისი აზრით, დავალების შესასრულებლად აუცილებელი არ იყო ინტერნეტში შესვლა, რადგან ონლაინ გაკვეთილების დროს ამ თემაზე საკმარისი ინფორმაცია მიიღეს. მშობლებისთვის დირექტორის არგუმენტი დამაჯერებელი არ აღმოჩნდა, თუმცა ის მაინც გაიგეს, რომ მასწავლებლების ქმედებებში ბოროტი განზრახვა არ ყოფილა.
დისტანციური სწავლება, რომელიც მთელ მსოფლიოში საკარანტინო პერიოდში დაწესდა, ყველაზე მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არის კარგად ორგანიზებული. კაცობრიობა უბრალოდ მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სწავლის სტილი მოულოდნელად შეეცვლა. გასაკვირი არ არის, რომ ახალმა სისტემამ უამრავი გაუგებრობა გამოიწვია. მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის ათობით სკოლაში Zoom- ში ვიდეოკონფერენციების ან ვიდეოგაკვეთილების დროს ვიღაც „ხუმარა“ პორნოგრაფიას რთავდა.

ანალოგიური ინცინდენტი რუსეთში, სარატოვის სკოლაშიც მოხდა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ Zoom-ის აპლიკაციის საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაზე უარი თქვა.

და ბოლოს, შარშან ირლანდიაში სერიოზული დისკუსია გაიმართა სასწავლო გეგმაში ახალი საგნის, პორნოგრაფიის შეტანაზე. ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ეს ბავშვებს ზრდასრულობის ასაკთან უკეთ ადაპტირებაში დაეხმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა