თეგებით ძიება
12. 01. 2021 მსოფლიო

FBI : "აშშ-ს 50-ივე შტატის ცენტრსა და ქვეყნის დედაქალაქში შეიარაღებული პროტესტი იგეგმება"

FBI-იმ მიიღო ინფორმაცია, რომ აშშ-ს 50-ივე შტატის ცენტრსა და ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე იგეგმება ე.წ შეიარაღებული პროტესტის დაწყება. ამის შესახებ წერს CNN-ი. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა იმ უსაფრთხოების ზომების ფონზე, რომელსაც აშშ-ს სამართალდამცავი უწყებები ამჟამად იღებენ ინაუგურაციის დღისათვის. უშიშროების უწყებების თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ კაპიტოლიუმის ინციდენტის მსგავსად მოხდეს მასობრივი არეულობა ქვეყნის მთელი მასშტაბით.

„შეიარაღებული პროტესტი იგეგმება 50-ივე შტატში 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით, ხოლო უშუალოდ დედაქალაქში კი 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით“ - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ოფიციალურ შეტყობინებაში. აგრეთვე არსებობს ამბოხისაა და არეულობის განვითარების შესაძლებლობა იმ შემთხვევაში თუ ტრამპის იმპიჩმენტი ინაუგურაციის დღემდე კონსტიტუციის 25-ე შესწორების თანახმად მოხდება.

CNN-ის ინფორმაციით, 8 იანვარს ფედერალურმა ბიურომ მიიღო ინფორმაცია ერთ-ერთი იდენტიფიცირებული ჯგუფის შესახებ, რომელიც მოუწოდებდა სხვებს შეუერთდნენ მათ ადგილობრივი და ფედერალური სასამართლოების, ადმინისტრაციული შენობების თავდასხმაში იმ შემთხვევაში, თუ ინაუგურაციის დღემდე მოხდებოდა ტრამპის თანამდებობიდან გათავისუფლება.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა