თეგებით ძიება
12. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ში გორილებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

კალიფორნიის ზოოპარკში სულ მცირე 3 გორილა დაავადდა კორონავირუსით- ეს ცხოველთა ამ სახეობაში კოვიდ 19-ის გავრცელების პირველი შემთხვევაა მსოფლიოში. გავრცელებული ცნობით, მათი დაინფიცირება ზოოპარკის ასიმპტომური თანამშრომლისგან მოხდა.

ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ვეტერინარული სამსახურების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც სან დიეგოს ზოოპარკში 3 მაიმუნი დაავადდა კოვიდ ინფექციით, რვავე წევრის აქტიური მონიტორინგი და ტესტირება მიმდიანრეობს კოვიდ 19-ზე. სან დიეგოს პარკის აღმასრულებელი დირექტორის, ლიზა პეერსონის თქმით, გორილების მდგომარეობა ამ დროისთვის უსაფრთხოა, თუმცა მათ აქვთ კოვიდ 19-ის გამოხატული სიმპტომები-როგორიცაა შეშუპება და ხველა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა