თეგებით ძიება
12. 01. 2021 მსოფლიო

ჯანმო: "მიუხედავად ვაქცინებისა, 2021 წელს კოვიდ 19-ის მიმართ ჯოგური იმუნიტეტი ვერ განვითარდება"

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა განაცხადა, რომ მიუხედავად მრავალი ქვეყნის მიერ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დაწყებისა, 2021 წელს მოსახლეობებში ჯოგური იმუნიტეტის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.



მედია ბრიფინგზე ექიმმა სომია სვამინატანმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა შეინარჩუნონ მკაცრი სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები და დაავადების გავრცელების თავიდან ასარიდებლად მოქალაქეებმა იმოქმედონ ჯანმოს მიერ გაცემული უსაფრთხოების რჩევების შესაბამისად. ამის შესახებ ABC -ი წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაიცავს ინფიცირებისაგან, 2021 წელს ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობაში ჯოგური იმუნიტეტის განვითარება შეუძლებელი იქნება. ეს შეიძლება კომპლექსურად რამდენიმე ქვეყანაში მოხდეს, თუმცა ჯოგურ იმუნიტეტს წელს გლობალური ხასიათი ვერ ექნება“ - განაცხადა სვამინატანმა. მისი განცხადებით, მოსახლეობის სულ მცირე 70 % მაინც უნდა აიცრავს ვაქცინით იმისათვის, რათა ქვეყნის მოსახლეობაში ჯოგური იმუნიტეტი განვითარედეს.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა