თეგებით ძიება
12. 01. 2021 მსოფლიო

იაპონიაში მეთევზემ ვეშაპი 20 წუთში დაახრჩო

იაპონიაში მეთევზემ დაახრჩო ხაფანგში მომწყვდეული ვეშაპი, რომელიც სიცოცხლისთვის 19 დღის განმავლობაში იბრძოდა და ცდილობდა თევზსაჭერი ბადიდან თავის გათავისუფლებას. აღნიშნული ფაქტი ცხოველთა უფლებების დამცველებმა სასტიკად დაგმეს და აპირებენ იაპონელ მეთევზეც უჩივლონ. ამ ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს Dailymail-ი აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვეშაპი 24 დეკემბრიდან ხაფანგში იყო მომწყვდეული.

თვითმხილველები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ვეშაპი ასაფეთქებელმა ჰარპუნმა მოკლა, თუმცა შემდგომი გამოკვლევებით დადგინდა, რომ წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი წყლის ქვეშ იქნა დამხრჩვალი. მოკლული ვეშაპი სათევზაო ნავზე ამოიტანეს და შავ ბრეზენტში გაახვიეს.

რენ იაბუკმა, საგამოძიებო სააგენტოს დირექტორმა ზემოხსენებული მოვლენის ვიდეოკადრები გადაიღო. მისი თქმით, იგი განსაკუთრებული ყურადღებით აფიქსირებდა იმ მომენტს, როდესაც მეთევზემ ვეშაპს კუდზე შემოახვია თოკი და ცხოველს აიძულა, ჩაეყვინთა, რომლის შემდეგაც 20 წუთში ვეშაპი დაიღუპა.

კომერციული მიზნით ვეშაპის მკვლელობა აკრძალულია, თუმცა იაპონიამ ვეშაპის საერთაშორისო კომისია 2019 წელს დატოვა და იაპონელი მეთევზეები აქტიურად აგრძელებენ ვეშაპებზე ნადირობას.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა