თეგებით ძიება
12. 01. 2021 მსოფლიო

ავსტრიაში კოსმეტიკის ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

ავსტრიაში ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს - 34 და 42 წლის პირები ქალაქ ლინცში სპუსერმარკეტში კოსმეტიკისა და სათვალეების მოპარვის გამო აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის, რომელიც დაკავებულებმა ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ასევე ჭურჭლის მაღაზიიდან სხვადასხვა პროდუქციის გატანა, სხვადასხვა კოსმეტიკური მაღაზიიდან ძვირადღირებული პროდუქტის წაღება. ერთ-ერთი მათგანი ასევე ეჭვმიტანილია ყაჩაღობასა და სხვისი ქონების დაზიანებაში, რაც მის ბრალს ამძიმებს.

მათ მიერ წაღებული პროდუქტის ღირებულება რამდენიმე ათას ევროს შეადგენს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა