თეგებით ძიება
12. 01. 2021 მსოფლიო

მოსწავლეებს, რომლებმაც უარი განაცხადეს პირბადის ტარებაზე, მასწავლებელმა სადეზინფექციო ხსნარი სახეში შეასხა

აშშ-ში, ფლორიდის შტატში საშუალო სკოლის მასწავლებელს ბრალი დასდეს ოთხ მოსწავლეზე ძალადობაში-საქმე ეხება ინციდენტს, როდესაც 51 წლის ქალმა სადეზინფექციო ხსნარი არასრულწლოვნებს სახეში შეასხა მაშინ, როდესაც ბავშვებმა უარი თქვეს პირბადის გაკეთებაზე. ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

კრისტინა რეზეტარი, რომელიც 21 წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად, 6 იანვარს დააკავეს და სასამართლო ბავშვებზე ძალადობის მუხლით 4 საქმეზე ედავება. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ლარგოს სკოლაში გამოიძახეს პოლიციის ოფიცრები, რომელთაც რეზეტარი განუცხადა, რომ მისი მოქმედება კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით იყო განხორციელებული. მომხდარი ფაქტი სკოლის ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს.

მასწავლებელი დაპატიმრებიდან ორ დღეში გაათავისუფლეს გირაოს გადახდის გარეშე.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა