თეგებით ძიება
13. 01. 2021 მსოფლიო

Youtube-მა დონალდ ტრამპს პირადი ანგარიში დაუბლოკა

ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს YOUTUBE-მა პირადი არხი გარკვეული ხნის განმავლობაში დაუბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა მინიმუმ ერთ კვირას გასტანს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის მიერ სამშაბათს საღამოს გავრცელდა. აღნიშული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ტრამპის მიერ ძალადობის წახალისება, რომლის პროვოცირებაც მის მიერ ატვირთულ ვიდეოს შეეძლო.

მომხმარებლები არხზე განთავსებული მასალის ნახვას შეძლებენ, თუმცა 7 დღის განმავლობაში კომენტარებს ვერ განათავსებენ. „განხილვის შემდეგ და ძალადობის შეშფოთების ფონზე, ჩვენ წავშალეთ ტრამპის არხზე ატვირთული ვიდეო და ვგმობთ ძალადობის წახალისებას“- განაცხადა Youtube-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის ინტერნეთ ანგარიშები სხვა სოციალურ ქსელებშიც დაბლოკეს. Facebook-მა და Instagram-მა ტრამპს უფლებამოსილება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე შეუჩერეს. Twitter-მა კი ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა. აღნიშნული ფაქტი სოციალურმა ქსელმა ექსტრემიზმის წახალისებისთვის აუცილებელი ხელშეშლით ახსნა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა