თეგებით ძიება
13. 01. 2021 მსოფლიო

ტრამპის იმპიჩმენტს მხარს რესპუბლიკელებიც უჭერენ

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკური პარტიის რიგებში იზრდება იმ კონგრესმენთა რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს. გავრცელებული ინფორმაციით, 10-იდან 20-მდე რესპუბლიკელია, რომლებიც მხარს დაუჭერენ მოქმედი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადაყენებას.

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილმა, რომელიც რესპუბლიკელთა კონფერენციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი მაღალჩინოსანია რესპუბლიკურ პარტიაში, დონალდ ტრამპზე განაცხადა, რომ „აქამდე არასდროს დაფიქსირებულა მსგავსი დონის ღალატი კონსტიტუციის ფიცისა და ამერიკის საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ. მან 6 იანვარს კაპიტოლიუმშ შეკრიბა ეს ბრბო და თავდასხმის ალი გააჩაღა. მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის იმპიჩმენტს“ - განაცხადა ლიზ ჩეინიმ.

ტრამპის წინააღმდეგ ხმის მიმცემ პირთა შორისაა აგრეთვე ჯონ კატკო, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ვინც საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ტრამპის გადაყენებას.

რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი ერთ-ერთია იმ კონგრესმენთა შორის, რომელიც ტრამპის მიერ არჩევნების გაყალბების აპელირებას აკრიტიკებს და ითხოვს მის თანამდებობიდან დროზე ადრე გათავისუფლებას- „ მან თავისი ფიცი გატეხა და ამბოხება წააქეზა. მე გეკითხებით... თუ ესეთი ქმედებები ხდება, არ არის ის იმპიჩმენტის ღირსი? - აცხადებს კინზინგერი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა