თეგებით ძიება
13. 01. 2021 მსოფლიო

აშშ-ში 1954 წლის შემდეგ ქალი პატიმარი პირველად დასაჯეს სიკვდილით

აშშ-ში, 1954 წლის შემდეგ პირველად ქალი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით. ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოროტმოქმედს ინდიანას შტატში, ტერა ჰაუტის ციხეში სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. ლიზა მონდგომერისთვის განაჩენის შეცვლას მისი ადვოკატები ცდილობდნენ იმ არგუმენტით, რომ მათი კლიენტი სულიერად დაავადებული იყო, რაც გამოიწვია მასზე ბავშვობაში ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტმა.

52 წლის მონტგომერმა 2004 წელს გონება დააკარგინა 23 წლის გოგოს, რომელსაც მუცელი გაუჭრა და ბავშვი გასტაცა. ახალგაზრდა ქალი მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ლიზას სიკვდილით გასამართლება ორჯერ გადაიდო .

მკვლელი ქალის უფლებადამცველთა თქმით, მასზე ბავშვობაზე მამამისი ძალადობდა ფიზიკურად- ხშირად ყოფილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

მოკლული 23 წლის სკინეტ სკიდმურის მშობლების თქმით, მკვლელმა დაიმსახურა სიკვდილი- მათი თქმით, მენტალური რობლემები არ ამართლებს მის დანაშაულს.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა