თეგებით ძიება
13. 01. 2021 მსოფლიო

ამერიკაში ჩასული ვიზიტორებისთვის კოვიდტესტი სავალდებულო ხდება

2021 წლის 26 იანვრიდან, აშშ-ში ჩასული საერთაშორისო რეისის ყველა მგზავრისთვის, 72-საათიანი კოვიდტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო იქნება.

შესაბამისი მოთხოვნა 26 იანვრიდან შევა ძალაში და აშშ-ში ჩასულ ყველა მგზავრისთვის მისი დაცვა სავალდებულო იქნება. მგზავრებს „კოვიდ-19“-ის ტესტის პასუხის წარდგენა დაგეგმილ ფრენამდე სამი დღით ადრე მოუწევთ. მათ, ვისაც კოვიდინფექცია უკვე გადატანილი აქვთ, ამის დამადასტურებელ სამედიცინო ცნობას მოსთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კოვიდტესტის წარდგენას აშშ-ის ხელისუფლება მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან ჩასულ მგზავრებს ავალდებულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა