თეგებით ძიება
13. 01. 2021 მსოფლიო

არავითარი გოგო-ბიჭი და დედ-მამა - ამერიკელი დემოკრატები სქესის აღმნიშვნელი სიტყვების ლექსიკიდან ამოღებას გეგავენ

გაზეთ “ვაშინგტონ თაიმსის” ცნობით, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს ნენსი პელოსს გამოუცხადებია, რომ 117-ე მოწვევის კონგრესში არ იქნება წარმოთქმული ისეთი მოძველებული სიტყვები, როგორებიცაა “დედა”, “მამა”, “ვაჟი” (“ბიჭი”) და “გოგონა”.

"დემოკრატებს" განზრახული აქვთ ამ სიტყვების სალაპარაკო ლექსიკიდან ამოღება.

ნენსი პელოსის თქმით, შესწორებები “პატივს სცემს ყველა გენდერულ იდენტურობას და სიტყვები, რომელიც გენდერობას ეხება, ნეიტრალური ტერმინებით იქნება ჩანაცვლებული, ან საერთოდ ამოღებული იქნება მეტყველების ლექსიკიდან.

კანონპროექტის განხილვის ინიციატორები არიან თვითონ ნენსი პელოსი და წარმომადგენლობითი პალატის კანონპროექტთა წარდგენის წესების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს მაკგოვერნი.

XXIII კანონპროექტის 8(с)(3 პუნქტის თანახმად, მეტყველების ლექსიკიდან ამოღებული იქნება ისეთი გენდერული ტერმინები, როგორებიცაა: დედა, მამა, ვაჟი, გოგონა, ძმა, და, ცოლი, ქმარი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ძმისშვილი, დისშვილი, სიდედრი, სიმამრი, დედამთილი, მამამთილი, რძალი, სიძე, დედინაცვალი, მამინაცვალი და ა.შ.

აღნიშნულ თემაზე სტატია "ვაშინგტონ თაიმსში" გამოქვეყნდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა