თეგებით ძიება
13. 01. 2021 მსოფლიო

სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარი გახსნა

სომხეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარი გახსნა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო.

„ამიერიდან ყველა უცხოელს შეუძლია, შემოვიდეს სომხეთში როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით. ამისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ „კოვიდ-19“-ზე ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც ბოლო 72 საათის განმავლობაშია გაკეთებული“, – ნათქვამია განცხადებაში.


1ტვ


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა