დამიჭირეს! ადამიანის გატაცება და ჩხუბი თბილისის ქუჩებში (ვიდეო)
ცნობილი იუთუბერი, ამიკო ზარქუა მის მიერ გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც თბილისის ცენტრში ჩატარებულ ექსპერიმენტს ასახავს.
იუთუბერმა გადაწყვიტა, შეემოწმებინა საზოგადოების რეაქცია და სამართალდამცველების რეაგირება ძალადობაზე. ამ მიზნით, მან ქუჩაში ადამიანის გატაცებისა და მასზე ძალადობის ინსცენირება გაითამაშა.
"ყურადღება ! ვიდეოს მიზანი იყო ის რომ გაგვერკვია როგორია ადამიანების რეაქცია დღეს დღეისობით ადამიანები ქუჩაში ძალადობაზე , მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დარეკა საპატრულო პოლიციაში , ასევე მადლობა იმ პოლიციელებს რომლებმაც დროულად მოახდინეს რეგირება და მიიღეს შესაბამისი ზომები , მადლობა თქვენ რომ მიყურებთ და მადლობა ჩემს გადამღებ გუნდს რომ ესე მეხმარებიან! ", - წერს იუთუბერი.