ფაქტობრივად, რეჟიმმა დღეს სახელმწიფოს გაუქმება გაიფორმა - სალომე სამადაშვილი
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ დღეს, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის გამართვით, "რეჟიმმა სახელმწიფოს გაუქმება გაიფორმა".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ახლა ბრძოლა საწყის ეტაპზეა, რისთვისაც მისივე განმარტებით, საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა ძალა მოიკრიბოს და "ქართულ ოცნებაზე" გამარჯვებით დაასრულოს.
საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვიღებთ იმ რეალობას, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს გაფორმდა საბოლოოდ ქვეყანაში, რასაც ჰქვია არა მხოლოდ ევროპული მომავლის გაუქმება, არამედ სახელმწიფოს გაუქმება რეჟიმის მიერ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლის დასაწყის ეტაპზე და არავის არ უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ დღევანდელ დღეს ეს ბრძოლა დასრულდებოდა", - ამბობს სალომე სამადაშვილი.