თეგებით ძიება

ასე რამ დაგცათ, ჯულიეტა ვაშაყმაძის სამძიმარი როგორ არ უთხარით ოჯახს - თაკო ჩარკვიანი ტელევიზიის მენეჯმენტს მიმართავს

გიორგი გაბუნიას მონოლოგს, რომელშიც იგი დედაზე, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხის და დე­დის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ საუბრობდა, თაკო ჩარკვიანი ეხმაურება:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი თუ “საზ მაუს მე ნე ჯმ ენ ტი” თუ “თქვენეჯმენტი” თუ არ ვიცი რა გქვიათ, ალბათ ასე გქვიათ “საზოგადოებრივი სირცხვილი” და თავის მოჭრა.

ეს რა მოვისმინეთ: ჯულიეტა ვაშაყმაძის სამძიმარი, როგორ არ უთხარით ოჯახს, როგორ არ გააყოლეთ ერთი კენტი ყვავილი გასვენებაში, რისი შეგეშინდათ, რომ ვასილ მაღლაფერიძეს “დასჯიდნენ” ამ ერთი თაიგულის გამო და “ოცნების პოლიტსაბჭოში” არ აღმოჩნდებოდა????? ყველა თანხმოვანი, რაც კი არსებობს ეკუთვნის თქვენს “მენეჯმენტს”.

რამ დაგცათ ასე, რამ დაგიყვანათ ასე ფსკერზე ან ვინ და რა ღირს ამად??????????? საოცარია, “საზოგადოებრივი მაუ” რა უხერხულია, რომ “საზოგადოებრივი თავის მოჭრა “გჭირთ! ანუ საზოგადოდ თავის მოჭრა........ ვასილ, ლაშა, გლაშა, მაშა .... ჰეი ვინა ხართ მანდ “მომავლიდან” წარსულის ასეთი “პატივისმცემლები” ყარს სახელმწიფო ბატონებო!!!", - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა