თეგებით ძიება

არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ – მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს

არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ სიტყვას და ღირსებას ჰქონდეს ფასი,- ასე მიმართა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს „ღამის კურიერის“ ეთერში.

“ლელოს” თავმჯდომარე და “მოქალაქეების” ლიდერი ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილს ავანტიურისტი და მატყუარა უწოდა.

“შენნაირ ადამიანს არ შევხვდები, გინდა დეპუტატი იყავი, გინდა პარლამენტში შედი. სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობებში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება.

არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული, მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ სიტყვას და ღირსებას ჰქონდეს ფასი. ამხელა ტყუილების გუდა საიდან გაქვს, სად ისწავლე ამხელა ტყუილები ამხელა კაცმა. ჩვენ გვერდით არ გაიარო, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს,”-მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.

მამუკა ხაზარაძემ და ალეკო ელისაშვილმა ერთმანეთისკენ გაიწიეს კიდეც, თუმცა გადაცემის წამყვანებმა სიტუაციის დარეგულირება შეძლეს. მამუკა ხაზარაძემ “ღამის კურიერის” სტუდია დატოვა.


წყარო:primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა