" არაეფექტურია...საერთოდ უნდა აიკრძალოს მათი წარმოება..."- რას წერს ექიმი ზაზა თელია
ექიმი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"სიგარეტის ფილტრი არაეფექტურია, ანუ არაფერს არ აკეთებს, არანაირად არ იცავს ორგანიზმს, სამაგიეროდ ყოველწლიურად ტრილიონობით გადაგდებული "ბიჩოკი" იწვევს გარემოს კატასტროფულ დაბინძურებას.
ასე რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს მათი წარმოება.
გარემოს დაბინძურება პირდაპირ კავშირშია იმასთან რასაც 1 წელიწადია მსოფლიო ებრძვის.
COVID-19 პანდემია არის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი", - წერს ფეისბუქზე მედიკოსი.