ვრცელდება ვარკეთილში მოკლული 25 წლის ბიჭის კადრები
მკვლელობა მოხდა თბილისში. მოკლულია 25 წლის ბიჭი, ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელი.
შემთხვევა გუშინ მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მოკლული ახალგაზრდა 25 წლის მიშო ქავთარაძეა. ცნობილი ხდება, რომ მას რამდენიმე ახალგაზრდა ჯგუფურად დაესხა თავს. ჩხუბი კი მკვლელობით დასრულდა
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავებმა დანაშაულში ბრალდებული ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.