თეგებით ძიება

ეროვნულმა ბანკმა 43 მილიონი დოლარის ოქრო გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა-ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ეს ოქრო სავალუტო რეზერვებში არ შედიოდა.

შეგახსენებთ, სებ-მა 2024 წლის მარტ-აპრილში, ჯამში, 6.1 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ფასიც ამჟამად 608 მილიონ დოლარს შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ივნისიდან ოქროს შესყიდვები გააქტიურა, თუმცა ის სავალუტო რეზერვებში არ შეიყვანა და ცალკე მდგომი სახით "სხვა აქტივებად" შეინახა. 2024 წლის მაისამდე ამ კატეგორიაში სებ-ს მხოლოდ 1.5 მილიონი დოლარის ოქრო ჰქონდა შენახული, ივლისში კი ამ ოქროს მოცულობამ 47 მილიონ დოლარს მიაღწია. სტატისტიკის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა ეს ოქრო ნოემბერში გაყიდა, რის შედეგადაც მის მარაგებში მხოლოდ $3.7 მილიონის ოქრო დარჩა, რაც ერთ თვეში 43 მილიონი დოლარის კლებას წარმოადგენს. აღნიშნული ოქროს წონა მიმდინარე ფასებში, დაახლოებით, 511 კილოგრამს შეადგენს.

რაც შეეხება აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ოქროს ფასს, ის საერთო ჯამში, 12%-ით არის გაზრდილი და ამჟამად უნციის ფასი 2,616 დოლარს შეადგენს, ხოლო ოქტომბრის ბოლოს მისი ფასი ისტორიულ მაქსიმუმამდე იყო გაზრდილი და 2,787 დოლარს შეადგენდა, სწორედ მას შემდეგ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული ოქროს გაყიდვა.

ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატების გაყიდვა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. სებ-ი 1 კგ-ის ზოდებს და 20 გრამის მონეტარულ ოქროს ყიდის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა