რატომ არის მნიშვნელოვანი მშენებლობის დაწყებამდე მიწის გეოლოგიური კვლევა?
ბევრ ადამიანს აინტერესებს, რა საჭიროა ნიადაგის გეოლოგიური კვლევა, როცა სახლის აშენება ისედაც შეიძლება? გეოდეზია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის დედამიწის ფორმას, ზომებს, მათ ცვალებადობას დროის მიხედვით, გრავიტაციულ ველს, ამუშავებს გაზომვებისა და გამოთვლების მეთოდებს და საშუალებებს. ამ სამუშაოს შესასრულებლად სპეციალისტები გაზომვების საფუძველზე შედგენილ სპეციალურ რუკებს იყენებენ, რომლებიც ინჟინერ-გეოდეზისტების განუყოფელი ნაწილია.
გეოდეზიური სამუშაოების ჩატარება აუცილებელია ლანდშაფტთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ასევე სახლებისა და გაყვანილობების მშენებლობისთვის და გამწვანების სამუშაოების ჩასატარებლად.
ამ სტატიიდან გაიგებთ, რატომ არის აუცილებელი მშენებლობის დაწყებამდე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა.
პირველ რიგში, ეს აუცილებელია დედამიწის გრავიტაციული ველისა და ფორმების დასადგენად. გეოდეზიური სამუშაოები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ჩატარდეს, რადგან მისი შედეგი მშენებლობაზე გავლენას ახდენს. ნორმიდან უმცირესმა გადახრამაც კი შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები, მაგალითად, შენობის აგებულების დამახინჯება გამოიწვიოს.
გეოდეზიური კვლევა შენობის პროექტის შედგენამდე ტარდება და მშენებლობის ყველა ეტაპს თან ახლავს. მომავალი პროექტის ხარისხი და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზუსტად ჩატარდა გეოდეზიური კვლევა. ამ დროს გასათვალისწინებელია მიწის ნაკვეთის ყველა მახასიათებელი, რომელზეც ხორციელდება მშენებლობა.
მშენებლობის პირველი ეტაპი საძირკველის სიღრმის განსაზღვრაა. ამის შემდეგ უნდა დარწმუნდეთ, რომ საძირკველს მიწისქვეშა წყლები არ დააზიანებს. ცნობისთვის, მიწისქვეშა წყალი ნებისმიერი შენობის ქვეშ მიედინება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სიღრმეა, რომლის დადგენა მხოლოდ საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევას შეუძლია.
სახლის დაპროექტებისას გასათვალისწინებელია ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების მოყინვისა და ლღობის პროცესი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გაყინულ მიწაზე აშენებული სახლი ადრე თუ გვიან „დაჯდება“ და დაიბზარება. ამის თავიდან ასაცილებლად, სასურველია, რომ ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლები ისეთ საძირკველზე დაიდგას, რომელიც ნიადაგის გაყინვის სიღრმეზე უფრო ღრმად მდებარეობს. ამ სიღრმის დადგენა საძირკვლის ქვეშ არსებული ნიადაგის გეოლოგიური შესწავლით არის შესაძლებელი.
მიწისა და მიწისქვეშა წყლების მახასიათებლებზე დამოკიდებული როგორი იქნება თქვენი სახლი. თუ თქვენთვის შენობის სიმტკიცე და საიმედოობა მნიშვნელოვანია, მაშინ ამ კვლევას თავს ნუ აარიდებთ. კვლევის შედეგები დაგეხმარებათ, რომ საძირკველის ტიპი შეარჩიოთ და მისი მახასიათებლები განსაზღვროთ.
რა სახის ნიადაგები არსებობს?
არსებობს სიმტკიცით ცნობილი ე.წ. კლდოვანი ქანები, რომლებსაც ჩამოშლა ან გამორეცხვები არ ემუქრება.
ქვიშა ფხვიერი მთის დანალექი ქანია, რომელიც შედგება კვარცის, კირქვის, დოლომიტის, მინდვრის შპატისა და ქარსის მარცვლებისაგან. შეიცავს თიხისა და მტვრის ნაწილაკებს. ქვიშის სიმკვრივე (მოცულობითი მასა) დამოკიდებულია მინერალოგიაზე, მარცვლების შედგენილობაზე, ტენიანობასა და ცარიელობაზე. მშენებლობაში ძირითადად გამოიყენება შავი და ფერადი ქვიშა.
თიხა, თიხნარი ნიადაგის განსაკუთრებულად პრობლემატური სახეობაა, რომელსაც მაღალი სიმტკიცე მხოლოდ მყარ მდგომარეობაში აქვს. წყალთან კონტაქტის დროს მისი ყველა თვისება უარესდება.
გირჩევთ ნიადაგის გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად, სანდო და გამოცდილი სპეციალისტი შეარჩიოთ. უმჯობესია, პროფესიონალებს მეტი გადაუხადოთ, ვიდრე ფული დაზოგოთ და შემდეგ ზარალი განიცადოთ.
გეოლოგიური კვლევის შემდეგ ექსპერტიზის შეფასება საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი სახლი და მისი საძირკველი დაზიანებისა და ნგრევისგან. კვლევა შეიძლება იყოს როგორც ლაბორატორიული, ისე საველე.
გეოდეზიური სამუშაოების შესრულებას ბევრი უპირატესობა აქვს:
1. გეოდეზიური სამუშაოების საშუალებით შესაძლებელია სახლის ასაშენებლად საუკეთესო ადგილის შერჩევა.
2. გეოდეზიური სამუშაოების საშუალებით შესაძლებელია სანიაღვრე და მიწის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება და მათი მოცულობების დადგენა. ზოგჯერ, ერთი შეხედვით ყველაზე სწორ ადგილზე მდებარე მიწის ნაკვეთსაც კი მცირე დახრილობა აქვს. ამ შემთხვევაში სახლი ისე უნდა აშენდეს, რომ წყალი საძირკველში არ დაგუბდეს და მისი გადინება მოხდეს. ეს შეიძლება სახლის ამაღლებით ან დრენაჟით გაკეთდეს. ტოპოგრაფიული კვლევა საშუალებას მოგცემთ სამუშაო ზუსტად და სწორად შეასრულოთ.
3. გეოდეზიური სამუშაოების საშუალებით შესაძლებელია შენობის მიმდებარე, ნებისმიერი რელიეფისა და დახრილობის მქონე ტერიტორიის კეთილმოწყობა, გამწვანება და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა.
4. გეოდეზიური სამუშაოების შენობის სტაბილურობისა და გამძლეობის გარანტია. გეომეტრიულად სწორი გადაწყვეტის თვალსაზრისით გეოდეზიური სამუშაოების ჩატარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია მშენებლობაში. პროფესიონალი მშენებლები სამუშაოს ახორციელებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეოდეზიური კვლევა აქვთ.