თეგებით ძიება

ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს - მამუკა ბახტაძე

ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს , - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"დღეს ისტორიული დღეა, გილოცავთ ამ გამარჯვებას!

განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად მუშაობდა ამ გამარჯვების მისაღწევად.

ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი და ამ გამარჯვებამ მთელი ერი უნდა გაგვაერთიანოს!", - წერს ფეისბუქზე მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა