თეგებით ძიება

ამას ქვია უფლის სასწაული, გადარჩენის 1%-იც არ იყო და იბრძოლეს ექიმებმა, ჩვენ სიკვდილზე გავიმარჯვეთ ერთად - ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ქართველ ექიმებს მადლობას უხდის მისი მეგობრის გადარჩენისთვის.

"20 წუთია გაუჩერებლივ ვტირივარ სიხარულისგან, მეგობრობამ გაიმარჯვა სიკვდილზე, ჩემმა გულწრფელმა მეგობრობამ და სიყვარულმა, ჩემი მეგობარი გია მეშველიანი გადარჩა ექიმების ორთვიანი, დაუღალავი შრომით, ყურადღებით, მკურნალობით, თქვენი, სრულიად უცხო ადამიანების ლოცვით.

დღეს გავიგე, რომ მისი გადარჩენის 1 პროცენტიც არ იყო და ის ერთი პროცენტი იბრძოლა თბილისის ცენტრალური კლინიკის რეანიმაციის განყოფილების უფროსმა თამარ გოგიჩაიშვილმა და მისმა გუნდმა.

დღეს ვიდეოთვალითაც ელაპარაკა ოჯახს, ამას ქვია უფლის სასწაული, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მკვდარი გააცოცხლეს.

ჩვენ გვყოლია სასწაული ექიმები, ადამიანები, თამარი კი ექიმია თავად ღმერთისგან! მადლობა თქვენ, ვინც მგულშემატკივრობდით, თქვენი ლოცვა და ენერგიაც მიდიოდა.

მე დღეს ყველაზე ბედნიერი ვარ, ჩვენ სიკვდილზე გავიმარჯვეთ ერთად! ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!

აიი ქალბატონი თამარ გოგიჩაიშვილის სიტყვები რაც ახლა მომწერა - "ქალბატონო ნინო, ალბათ ძალიან მალე საჯაროდ მოგიხდით მადლობას შეფასებისთვის, დაფასებისა და მადლიერებისთვის და გაგაცნობთ ჩემს დიდ და ძლიერ გუნდს. ბატონი გია ჩვენი დიდი გამარჯვებაა, ხანგრძლივი და მძიმე შრომის შედეგი. როგორი ამაყი და ბედნიერები ვართ, წარმოიდგენთ ალბათ", - წერს ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა