თეგებით ძიება

არავის ვკიცხავ და ვასწავლი ჭკუას, მშურს მათი, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, რა უქნა კოვიდმა მსოფლიოს, ვრჩები სახლში და მოთმინებით ველოდები ვაქცინას - თეა გვასალია

ყოფილი ტელეწამყვანი, მთარგმნელი თეა გვასალია აღნიშნავს, რომ ვაქცინის საქართველოში შემოსვლამდე ის რჩება სახლში და შეზღუდვების დაანონსებული შემსუბუქების მიუხედავად, არ აპირებს გარეთ გასვლას.

"გადაცემას ვუყურე ესპანეთის ტელევიზიის პირველ არხზე, კოვიდ გადატანილ პაციენტებზე, ვის რა სიმპტომები, ტკივილები და გართულებები დაუტოვა და არც 1 თებერვლიდან გახსნილ მაღაზიებში შევდგამ ფეხს, არც ღია და დახურულ კაფეებში და არც ბავშვებს გავუშვებ სკოლაში, თუ მართლა განაახლეს სწავლა 1 მარტიდან.

მესმის, რომ ეკონომიკა ჩაკვდა, რომ სახლში ჯდომა ამოვიდა ყელში, რომ ზოგიერთმა, ოღონდ ბავშვები მოიშოროთ თავიდან და სკოლაში კი არა, სადღეღამისო ინტერნატებში გაუშვებდით, მეზობლების რომ არ გერიდებოდეთ.

არავის საქმეში არ ვერევი, არავის ვკიცხავ და ვასწავლი ჭკუას. ის კი არა, ხანდახან იმ ხალხისაც მშურს, ქართულის გარდა სხვა არხებს რომ ვერ/არ უყურებენ და წარმოდგენა არ აქვთ, რა უქნა კოვიდმა მსოფლიოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, თავიდან რომ არ შეიმჩნიეს პანდემია და ხალხის შეგნების იმედით, მკაცრი შეზღუდვები არ დააწესეს.

მოკლედ, მე სახლში ვრჩები და მოთმინებით ველოდები ვაქცინას. ნურც ამ თემაზე გაიკვანძებით ჰაერში, ძალით არავინ გაგაკავებთ, ნეტა ვისაც დაჩიპვის არ გვეშინია, იმათ გვეყოს.

აგერ ესპანეთში ურიგოდ აიცრა რამდენიმე ქალაქის მერი და სამხედრო მაღალჩინოსანი და ზოგი პარტიიდან გარიცხეს, ზოგი თანამდებობიდან მოხსნეს, არ იყო თქვენი ჯერი და ეს როგორ იკადრეთო", - წერს თეა გვასალია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა