თეგებით ძიება

"სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს...ბოლოს განმიცხადეს, რომ..." - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, მას საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

"შსს ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი - გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო. ესე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია.

Nino Lomjaria ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ", - წერს უგულავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა