თეგებით ძიება

"რად გინდა ასეთი სიცოცხლე, თუ ფული არ გაქვს... ნუ კლავთ ხალხს..." - რას წერს იუნა შაფათავა

პიარტექნოლოგი და მსახიობი, იუნა შაფათავა კოვიდპანდემიის გამო საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში აპროტესტებს:

"მაშამ დამირეკა დღეს, 8 წლოს დისშვილმა და მისი პირველი კითხვა იყო: შენთან ტრანსპორტი დადის?
ვერ მივხვდი, რა ხდება მეთქი?

-ჩვენთან ტრანსპორტი არ დადის და კომენდანტის საათი გვაქვსო. ბავშვი, რომელსაც დედა მანქანით ატარებს.
და ვისაც მანქანა არ ყავს?

ნიუ-იორკის მეტრო მთელი 2020 წლის განმავლობაში წაგებაზე მუშაობდა; ყველაზე სერიოზული კრიზისის დროსაც კი; ღამის 1-დან 5-მდე არ მუშაობს, უსაფრთხოების გამო; მაგრამ ტრანსპორტის გაჩერება? სრულ ჭკუაზე ხართ? და ეს კომენტანტის საათი რა უბედურებაა? რა პარიზს ბაძავთ? აქ მთელი ომი გადავიტანეთ და კომენდანტის საათი ძალიან ცოტა ხანს გვქონდა, ვერც ვიგრძენით?

ან ეს ნიღბებზე კატასტროფული ჯარიმები რაა?
რა იყო, დახმარებას უხდით ხალხს, რომ
ცხოვრება აუკრძალეთ?

რად გინდა ასეთი სიცოცხლე, თუ ფული არ გაქვს; ვერ მუშაობ; ვერ გადიხარ გარეთ და ვერ სუნთქავ?
მე გარეთ ვარჯიში ერთი დღე არ შემიწყვეტია! ვის აქვს უფლება, მოგისაჯოს თავისუფლების აღკვეთა ვირუსის გამო?
იტალიამ ნაკლები კუბოები გაიტანა კარანტინში თუ ეშველა რამეს?
ეს ვირუსი ერთი გეგმის ნაწილია; და ადამიანების თვითშეგნებაზეა გათვლილი.
თუ გგონიათ მე არ მენატრება ფეხსაცმელი, ივენთი, გაპრანჭვა? გიჟივით სახლში დაზმანული დავდივარ და თან მეზარება...არც სამსახურია...

უმუშევრობის კომპენსაციაზე ვარსებობ და ხმას არ ვიღებ, მადლობელი ვარ; არც კანონს ვარღვევ და ვითმენ;
მაგრამ რა დააშავა ქართველმა ხალხმა, გადასახადებს მოუმატეთ, ტრანსპორტი გააჩერეთ; სუნთქვა აკრძალეთ; გარეთ გასვლა აკრძალეთ...რა მნიშვნელობაა, კორონათი მოკვდება ადამიანი თუ შიმშილით და სრული დეპრესიით?
თუ დეპრესია ცარიელი სიტყვა გგონიათ? ასეთი ნევროზი, თბილისიდან რომ მოდის ჩემ ინბოქსში, არ მახსოვს.
20 ლარი არ აქვს ხალხს და ვერ ვხვდები, რატომ

ამძიმებთ უარესად სურათს?
ტრანსპორტი რა შუაშია?
ან კომენტანტის საათი?

შეუგნებელი როა ხალხი, ქორწილ დოლ ფანდურებით- ვიცი, მაგრამ ვინც ნორმალურია, იმათ, რა დააშავეს?
მეც ერთი წელი ხდება, გაუსვლელად ვზივარ ნიუ-იორკში- რომ გავძვრე, სხვა შტატში, მერე კარანტინი მომიწევს და შემოწმება და არც სამსახურში გამიშვებენ, თუ რამე გამოჩნდა, მაგრამ ვითმენ, რადგან მინახავს მთავრობა და მეც შეგნებას ვიჩენ.

უბრალოდ ვწუხვარ, სახლში ისეთი დეპრესიაა- თბილისში- და როგორც ყოველთვის, ყველაზე შეგნებულების და ღარიბების კისერზე ტყდება ჯოხი....

და ღარიბი კი სახლში, 85%_ია........
იქონიეთ ადამიანობა, ნუ კლავთ ხალხს შიმშილში და დეპრესიაში.....", - წერს შაფათავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა