თეგებით ძიება

"ვერანაირი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო ვეღარ გაუმკლავდება აქ პრობლემებს" - მაია ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა კოვიდპანდემიის გამო საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვერანაირი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო (რომელიც კარგად ვიცით რა დღეშია) ვეღარ გაუმკლავდება აქ პრობლემებს.
წარმოუდგენელია ასეთი არათანმიმდევრულობა!მოლები გაიხსნა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ მოძრაობს. ბავშვები ისევ გამოკეტილები და მთელი ქვეყანა 9 საათიდან საბუდარში შერეკილი ქათმებივით. ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) გაღატაკებული, დეპრესიაში და სრულიად უპერსპექტივო.
ბავშვები ყველაზე მტკივნეული თემაა!!!

რატომ ვერ ხსნიან სკოლებს? ალბათ ბევრი მიზეზია, მაგრამ ყველაზე მთავარი - 2017 წელს, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჯარო სკოლა მოვინახულეთ. უმრავლესობას არ ჰქოდა წყალი, ტუალეტი სკოლის ეზოში იდგა ... საშინელი ფეხსალაგი, ხელსაბანი და საპირფარეშო ერთ სივრცეში არ არის. ხელსაბანში წყალი არ ასხია. კატასტროფა !!!! თბილისის გადაფრონცქილი სკოლების დერეფნებშიც ერთმანეთში ირევა ტუალეტისა და ბუფეტის სუნი, ძირითადად საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა ... ამაზე, თუ გახსოვთ ჯეჯელავა წუხდა მაშინ და იქვე დამთავრდა ...

ცხადია ასეთი სკოლებით ვირუსის გავრცელებას ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ უკვე ერთი წელია ამ რეჟიმში ვცხოვრობთ და რა ჯანდაბას ველოდებით?! ალბათ შეიძლებოდა ამ ყველაფრის მოწესრიგება და რაიმე გონივრული სქემის შექმნაც, რომ სკოლებისა და ბაღების დახურვა ყველაზე უკიდურესი ზომა ყოფილიყო!

რატომ ვერ მოიფიქრა ვერაფერი ჩვენმა მთავრობამ იმის გარდა, რომ დედაბუდიანად პატიმრობა მოგვისაჯა?!", - წერს ცირამუა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა