თეგებით ძიება

ომბუდსმენი - ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგავის გადაყრას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

"გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება", - წერს სახალხო დამცველი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა