თეგებით ძიება

"არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან..." - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება:

"არ იყო სასიამოვნო საყურებელი და საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია პროტესტის ასეთი მძაფრი ფორმა
მაგრამ ‘ხელისუფლებამ’ საზოგადოებას, თავს ლაფი დაასხა - ხალხს არჩევანი მოპარა, პროტესტის ადრესატმა კი ეს დასხმული ლაფი შეირგო, შეიშრო და იმ თავლაფის დამსხმელ ‘ხელისუფლებას’ გვერდით მიუჯდა.

ასე რომ, არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ.

ძალიან ვცდებით, თუ გვგონია რომ მხოლოდ ფეისბუკში წერით, ან ტელევიზიებში საუბრით ოდესმე, დიახ ოდესმე, დავამარცხებთ ამ ბოროტებას, რომელსაც ეს მოძალადე, არჩევნების ქურდი ხელისუფლება წარმოადგენს", - წერს მელია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა