"მელოტა ისვენებს" - პრეზიდენტის პოსტი, რომელმაც დაბნეულობა გამოიწვია
"მელოტა ისვენებს" - ამ სათაურით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.
პოსტმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, რადგანაც ვერ მიხვდნენ, თუ რას ან ვის გულისხმობდა პრეზიდენტი.
პრეზიდენტი ფოტოზე აღბეჭდილ ფრინველებს გულისხმობდა. მელოტა ჰქვია წეროსნაირთა რიგის ფრინველს. ის გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიაში. აღნიშნული ფრინველი საქართველოშიც ბინადრობს. როგორც წესი, ის საცხოვრებლად ტბებსა და მდინარეებს ირჩევს.
[flash=425,264]
მელოტა ისვენებსPosted by Salome Zourabichvili on კვირა, 24 იანვარი, 2021